ტოლერანტობის დღის, 16 ნოემბრის აღსანიშნავად ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ ნახატების კონკურსი თემაზე "იყავი ტოლერანტი!". კონკურსში მონაწილეობდნენ VII-X კლასის მოსწავლეები, მოკლედ ავუხსენით ტოლერანტობის შესახებ, ვისთვისაც უცნობი იყო. შეგროვდა 40-მდე ნახატი, გაკეთდა კედლის გაზეთები, შევიმუშავეთ სლოგანები. ბავშვები უკეთ ჩასწვდნენ ტოლერანტობის არსს, რაც თვითონ მათ მიერ შესრულებულ ნახატებში გამოიხატებოდა. აქედან გამომდინარე ჩვენმა პროექტმა შედეგი გამოიღო.