Tuesday, May 6, 2014

"თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა"

ჩვენი კლუბი შეუერთდა საერთაშორისო კვირეულს : "თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა : განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა. " რომელიც 2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ტარდება. კვირეულის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება  და მასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადიებაში წამოწევა, ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დგანან საკუთარი განათლების უფლების რეალიზების გზაზე.
6 მაისს სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოხდა ბავშვებისთვის გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზრუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების შესახებ კონვენციის გაცნობა. ასევე  გაიმართა წიგნის (სინათლის სვეტის) პრეზენტაცია-განხილვა, რომლის ავტორიც გახლავთ მაკა ნათელაური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელმაც ამ წიგნით დაამტკიცა რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.












Thursday, May 1, 2014

"რა? სად? როდის?"






 1 მაისს სამოქალაქო კლუბ "ლიბერალის" ინიციატივით ჩვენს სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაზაფხულის სერია.

თამაშში მონაწილეობდნენ VII, VIII, IX, Xა (I გუნდი) და Xა (II გუნდი) კლასის მოსწავლეები.
წამყვანი იყო კლუბის წევრი მარიამ ფირცხელიანი, რომელსაც დახმარებას უწევდა  გიორგი ქურდიანი.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. გამარჯვება მოიპოვა Xა კლასის I-მა გუნდმა 10 ქულით. მისი წევრები არიან:
იზიკო არზუმანიდუ (კაპიტანი)
თორნიკე შეყილაძე
თამუნა ჭალიძე
ნათია ჭყონიძე
სანდრო იოსიფოვი
სერგი მოგელაძე

მეორე ადგილზე თანაბარი ქულებით გავიდნენ IX და Xა (II) კლასის გუნდები,რომელთა შორის მომავალ კვირას გაირკვევა თუ რომელი გუნდი ითამაშებს ფინალში.

"რა აწუხებს ჩემს თემს?"

სიქას მიერ გამოცხადებული მორიგი აქტივობის - "რა აწუხებს ჩემს თემს?"-ს ფარგლებში ჩვენს ქალაქში ჩავატარეთ გამოკითხვები, რის შედეგადაც დავადგინეთ ჩვენთან არსებული პრობლემებიდან ყველაზე მეტად რომელი აწუხებს ხალხს. ყველაზე აქტუალურ პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს, მას მოსდევდა წყლის არადამაკმაყოფილებელი გრაფიკი და გასართობი ცენტრების არარსებობა. უფრო დეტალური მონაცემების მისაღებად კი შეგიძლიათ შემდეგი დიაგრამა მოიშველიოთ.