Friday, November 16, 2012

ტოლერანტობასთან დაკავშირებით პოსტერები

                            რა არის ტოლერანტობა?...

                       " დავივიწყოთ წარსული , შევცვალოთ აწმყო , ვიფიქროთ მომავალზე"
                                            პრეზენტაციების დაკიდების პროცესი


                                           
                     ტოლერანტობის კედელი ჩვენი კლუბის კაბინეტში



 ჩვენს კლუბში გაკეთდა ტოლერანტობასთან დაკავშირებით პოსტერები რომელშიც ჩართულნი ვიყავით კლუბის წევრები  ამ პოსტერებს ნახავს ბევრი სკოლის მოსწავლე და წაიკითხავს გაიგებს თავისთვის უცნობ ბევრ საინტერესო თემას.




ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ჩვენს სკოლაში

 პრეზენტაცია შემწყნარებლობაზე
ქალბატონი ირმა და ლიანა
                                      პრეზენტაცია  შემწყნარებლობა
ტრენინგის დასაწყისი
                                                                     მუშაობის პროცესში
მ
პრეზენტაცია
 ჩვენ დავიყავით ორ ჯგუფად ერთ ჯგუფს შემწყნარებლობაზე უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია მეორეს შეუწყნარებლობაზე ამან ბავშვებზე კაი ზეგავლენა მოახდინა და სამუშაო გარემო შექმნა ყველა ჩართული იყო და ყველას აზრი გასაზიარებელი






ჩვენი სკოლა აქტიურად ჩართულია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პროექტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ტრენინგი რომელსაც დაესწრნენ ჩვენი სკოლის სამაგალითო მოსწავლეები და კლუბის წევრები, ტრენინგი ჩაატარა ირმა ზურაბაშვილმა, ის ამ საკითხში სერთიფიცირებულია და გამოცდილებაც აქვს , ამ ტრენინგმა ბავშვებს ასწავლა ის რომ როგორ უნდა ყოფილიყვნენ ტოლერანტები და რატომ გაიგეს რა არის შემწყნარებლობა და შეუწყნარებლობა.

Tuesday, November 6, 2012

რა? სად? როდის? კულტურა ჩვენს სკოლაში!..













ჩვენს სკოლაში მრავალი წელია არსებობს რა? სად? როდის? კულტურა, არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი ამ წლის გამარჯვებული ინტელექტ კლუბი "მერანი" ფინალში  ინტელექტ კლუბ "ინტელექტთან" დამარცხდა 1 ქულის სხვაობით ფინალამდე მათ დიდი გზა განვლეს და ბევრჯერ გავარნის კანდიდატებიც იყვნენ ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა ისინი დააჯილდოვა გარდამავალი თასით რომელიც კლუბ "აწივს" ქონდა.

ჩვენი ვიზიტი გამგებელთან

ჩვენ დავწერეთ განცხადება რომელიც ითვალისწინებდა სიონის ქუჩაზე სიჩქარის შემნელებელი ნიშნის დადგმას , განცხადებით მივმართეთ გ.დაუშვილს , ამასთან დაკავშირებით დაგვიბარა გამგეობაში გ.სამხარაძემ რომელთან ვიზიტმაც სარგებელი მიცა კლუბს რომ გამხდარიყო უფრო აქტიური, იქ ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე და საერთოდ ბოლნისის საგზაო ნიშნების პრობლემებზე, გ.რეხვიაშვილმა კლუბის დირექტორმა წამოჭრა ასეთი აზრი რომ დაგვედგა "მწოლიარე პოლიციელი" N1 და N5 სკოლასთან , რომ მოსწავლეთათვის უფრო უსაფრთხო იყოს გადაადგილება ბატონი გ.სამხარაძე დაგვპირდა რომ ეს აუცილებლად შევიდოდა 2013 წლის ბიუჯტში..

Thursday, October 18, 2012

ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის კლუბი "ლიბერალი"

ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი დაარსდა 2012 წლის 17 სექტემბერს, და დღემდე აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. წელს კლუბის შემადგენლობა ახალია და საბოლოოდ დამტკიცდა. ამჟამად სამოქალაქო კლუბში 17 მოსწავლე შედის, რომლებიც შეეცდებიან კლუბი კიდევ უფრო აქტიური გახდეს.კლუბის წევრები ცდილობენ/შეეცდებიან აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიქა"-ს პროგრამებში და სხვა და სხვა აქტივობებში.





კლუბის შემადგენლობაში შედიან: 1) გიორგი რეხვიაშვილი 9) თეონა მიქელაძე 2)გიორგი ჯაყელი 10) იზი არზუმანიდუ 3)ქრისტინა ქარუმიძე 11) თორნიკე სიმონიშვილი 4)მარიამ ფირცხელიანი 12) სერგო მოგელაძე 5)შოთა ურუმაშვილი 13) ლაკის იოსიფოვი 6)მერი საბიაშვილი 14) ნინო ლომთაძე 7)ლაშა ურუმაშვილო 15)ლაზარე გობეჯიშვილი 8)მათე ტაბაღუა 16)თამუნა ჭელიძე 17)ნათია ჭყონიძე


Wednesday, October 10, 2012

ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბმა გადავწყვიტეთ გამგებელთან მიგვემართა თხოვნით თემის პრობლემის მოგვარების შესახებ

 ქ.ბოლნისის N5საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ""ლიბერალი"-ს წევრებმა, გადავწყვიტეთ ქალაქის ყოფით ცხოვრებაში ჩართვა და თემის პრობლემის მოგვარება სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნების დაყენების მიზნით.ამისათვის ჩვენ მივმართეთ ქალაქის გამგებელს თხოვნით და გადავეცით განცხადება. ველით პასუხს:

თვითმმართველი ქალაქი ბოლნისის გამგებელს,
ბატონ გ.დაუშვილს, ამავე ქალაქის N5 საჯარო სკოლის,
სამოქალაქო კლუბის „ლიბერალი“-ს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  ბატონო, გიორგი, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე(სიონის ქუჩაზე) არ არის საგზაო ნიშნები სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობს ასობით მანქანა, ხდება ბევრი ავარია უმეტესად დასახლებულ პუნქტებში შეუზღუდავი სიჩქარის გამო. ამიტომ ფეხით მოსიარულეს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება დისკომფორტი, ამასთანავე ემუქრება საშიშროება. მაგალითისთვის ამ ზაფხულს მოხდა 3 ავარია და სამივე შემთხვევაში დაშავდნენ ადამიანები მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.
     
      მოგმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ ეს გარემოება და დადგათ საგზაო ნიშნები სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამით შეეზღუდებათ მძღოლებს სწრაფი გადაადგილების საშუალება. რის შედეგადაც შემცირდება დაშავებულთა რიცხვი და გადაადგილებაც გახდება უსაფრთხო და კომფორტული.

წინასწარ დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.

     პატივისცემით ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ლიბერალი“-ს წევრები :

1)იზი არზუმანიდუ                                         8)გიორგი ჯაყელი 
2)მათე ტაბაღუა                                                9)მერი საბიაშვილი
3)გიორგი რეხვიაშვილი                                  10)ქრისტინა ქარუმიძე
4)მარი ფირცხელიანი                                      11)თათია ხანთაძე                                           5)შოთა ურუმაშვილი                                      12)ნინო ლომთაძე
6)ლაშა ურუმაშვილი                                       13)ლაკის იოსიფოვი
7)თეონა მიქელაძე                                      





                                                                                                                                             

Tuesday, October 9, 2012

დებატების კულტურა ჩვენს სკოლაში

ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლა 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოს მასშტაბით სხადასხვა დებატ ტურნირებზე. 2011 წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო სკოლის ერთმა გუნდმა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მიერ ორგანიზებულ დებატებში საქართველოს მასშტაბით, მიუხედავად ძლიერი კონკურენტებისა დაიკავა მე-2 ადგილი, ფინალში დამარცხდა “იტალიურ სკოლასთან”
2011 წლის აპრილში მონაწილეობას იღებდა სკოლის ორი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაცია “სიქას” მიერ ორგანიზებულ დებატში სადაც დაიკავა 1-ლი ადგილი, ფინალში დაამარცხა ქ.რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა.
2011 წლის დეკემბერში მეორედ მიიღო მონაწილეობა “სიქას” მიერ ორგანიზებულ დებატში, სამწუხაროდ ფინალში ვერ გავიდა მაგრამ საერთო ჯამში ეს დებატიც წარმატებული აღმოჩნდა.
P.S დააკომენტარეთ : ))