11 ოქტომბერს ჩავატარეთ აქცია "თქვენ მარტო არ ხართ!.." რომელიც ეძღვნებოდა ხანდაზმულებს. ვეწვიეთ მათ მოხუცებულთა თავშესაფარში, "ჭაღარაში". ჩავუტარეთ პატარა ღონისძიება, რომელიც დიდი სითბოთი მოვუმზადეთ, შევუგროვეთ წიგნები და გავუხსენით ბიბლიოთეკა.
შევუსრულეთ ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, წავუკითხეთ ჩვენს მიერ დაწერილი ლექსები, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია მათში.
არც თვითონ დაგვაკლეს სითბო და ყურადღება და ჩვენთან ერთად ახალგაზრდობა გაიხსენეს. აცეკვდნენ და გამხიარულდნენ, წაგვიკითხეს მათი საყვარელი ლექსები. ღონისძიებამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
No comments:
Post a Comment