14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, ჩვენი
სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში მოეწყო სიყვარულის დღისადმი
მიძღვნილი საღამო, რომლის მონაწილეები იყვნენ IX-X კლასის მოსწავლეები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და
ჩვენივე სკოლადამთავრებულები. ღონისძიებაზე წავიკითხეთ ლექსები სიყვარულზე,
შევასრულეთ სიმღერები, წარმოვადგინეთ თეატრალური ნომერი და იუმორისტული
სკეტჩები.საღამო დავაგვირგვინეთ მასწავლებლებთან ერთობლივი სიმღერით.
No comments:
Post a Comment