Tuesday, November 6, 2012
ჩვენი ვიზიტი გამგებელთან
ჩვენ დავწერეთ განცხადება რომელიც ითვალისწინებდა სიონის ქუჩაზე სიჩქარის შემნელებელი ნიშნის დადგმას , განცხადებით მივმართეთ გ.დაუშვილს , ამასთან დაკავშირებით დაგვიბარა გამგეობაში გ.სამხარაძემ რომელთან ვიზიტმაც სარგებელი მიცა კლუბს რომ გამხდარიყო უფრო აქტიური, იქ ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე და საერთოდ ბოლნისის საგზაო ნიშნების პრობლემებზე, გ.რეხვიაშვილმა კლუბის დირექტორმა წამოჭრა ასეთი აზრი რომ დაგვედგა "მწოლიარე პოლიციელი" N1 და N5 სკოლასთან , რომ მოსწავლეთათვის უფრო უსაფრთხო იყოს გადაადგილება ბატონი გ.სამხარაძე დაგვპირდა რომ ეს აუცილებლად შევიდოდა 2013 წლის ბიუჯტში..
Thursday, October 18, 2012
ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის კლუბი "ლიბერალი"
ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი დაარსდა 2012 წლის 17 სექტემბერს, და დღემდე აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. წელს კლუბის შემადგენლობა ახალია და საბოლოოდ დამტკიცდა. ამჟამად სამოქალაქო კლუბში 17 მოსწავლე შედის, რომლებიც შეეცდებიან კლუბი კიდევ უფრო აქტიური გახდეს.კლუბის წევრები ცდილობენ/შეეცდებიან აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიქა"-ს პროგრამებში და სხვა და სხვა აქტივობებში.
კლუბის შემადგენლობაში შედიან: 1) გიორგი რეხვიაშვილი 9) თეონა მიქელაძე 2)გიორგი ჯაყელი 10) იზი არზუმანიდუ 3)ქრისტინა ქარუმიძე 11) თორნიკე სიმონიშვილი 4)მარიამ ფირცხელიანი 12) სერგო მოგელაძე 5)შოთა ურუმაშვილი 13) ლაკის იოსიფოვი 6)მერი საბიაშვილი 14) ნინო ლომთაძე 7)ლაშა ურუმაშვილო 15)ლაზარე გობეჯიშვილი 8)მათე ტაბაღუა 16)თამუნა ჭელიძე 17)ნათია ჭყონიძე
Wednesday, October 10, 2012
ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბმა გადავწყვიტეთ გამგებელთან მიგვემართა თხოვნით თემის პრობლემის მოგვარების შესახებ
ქ.ბოლნისის N5საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ""ლიბერალი"-ს წევრებმა, გადავწყვიტეთ ქალაქის ყოფით ცხოვრებაში ჩართვა და თემის პრობლემის მოგვარება სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნების დაყენების მიზნით.ამისათვის ჩვენ მივმართეთ ქალაქის გამგებელს თხოვნით და გადავეცით განცხადება. ველით პასუხს:
თვითმმართველი ქალაქი ბოლნისის გამგებელს,
ბატონ გ.დაუშვილს, ამავე ქალაქის N5 საჯარო სკოლის,
სამოქალაქო კლუბის „ლიბერალი“-ს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო, გიორგი, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე(სიონის ქუჩაზე) არ არის საგზაო ნიშნები სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობს ასობით მანქანა, ხდება ბევრი ავარია უმეტესად დასახლებულ პუნქტებში შეუზღუდავი სიჩქარის გამო. ამიტომ ფეხით მოსიარულეს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება დისკომფორტი, ამასთანავე ემუქრება საშიშროება. მაგალითისთვის ამ ზაფხულს მოხდა 3 ავარია და სამივე შემთხვევაში დაშავდნენ ადამიანები მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.
მოგმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ ეს გარემოება და დადგათ საგზაო ნიშნები სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამით შეეზღუდებათ მძღოლებს სწრაფი გადაადგილების საშუალება. რის შედეგადაც შემცირდება დაშავებულთა რიცხვი და გადაადგილებაც გახდება უსაფრთხო და კომფორტული.
წინასწარ დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.
პატივისცემით ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ლიბერალი“-ს წევრები :
1)იზი არზუმანიდუ 8)გიორგი ჯაყელი
2)მათე ტაბაღუა 9)მერი საბიაშვილი
3)გიორგი რეხვიაშვილი 10)ქრისტინა ქარუმიძე
4)მარი ფირცხელიანი 11)თათია ხანთაძე 5)შოთა ურუმაშვილი 12)ნინო ლომთაძე
6)ლაშა ურუმაშვილი 13)ლაკის იოსიფოვი
7)თეონა მიქელაძე
Tuesday, October 9, 2012
დებატების კულტურა ჩვენს სკოლაში
ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლა 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოს მასშტაბით სხადასხვა დებატ ტურნირებზე.
2011 წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო სკოლის ერთმა გუნდმა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მიერ ორგანიზებულ დებატებში საქართველოს მასშტაბით, მიუხედავად ძლიერი კონკურენტებისა დაიკავა მე-2 ადგილი, ფინალში დამარცხდა “იტალიურ სკოლასთან”
2011 წლის აპრილში მონაწილეობას იღებდა სკოლის ორი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაცია “სიქას” მიერ ორგანიზებულ დებატში სადაც დაიკავა 1-ლი ადგილი, ფინალში დაამარცხა ქ.რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა.
2011 წლის დეკემბერში მეორედ მიიღო მონაწილეობა “სიქას” მიერ ორგანიზებულ დებატში, სამწუხაროდ ფინალში ვერ გავიდა მაგრამ საერთო ჯამში ეს დებატიც წარმატებული აღმოჩნდა.
P.S დააკომენტარეთ : ))
ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლის ინტელექტ კლუბი
ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში 2010-2011 სასწ.წელს დაარსდა ინტელექტ კლუბი. 2010 წლის 20 სექტემბერს ჩატარდა ინტელექტ კლუბის პირველი სხდომა აირჩა პრეზიდენტი მე-10 კლასის მოსწავლე სანდრო სუბელიანი და დამტკიცდა ინტელექტ კლუბის შემადგენლობა.
2010 წელს ინტელექტ კლუბის ინიციატივით სტარტი აიღო ინტელექტუალურმა თამაშმა „რა?სად?როდის?“ რომელიც ემსახურებოდა სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური დონისა და ერუდიციის ამაღლებას. 20 დეკემბერს ჩატარდა ინტ.კლუბის მეორე სხდომა რომელმაც დაამტკიცა თამაშის დებულება და საორგანიზაციო კომიტეტი. პირველი ზამთრის სეზონი ჩატარდა 21-25 დეკემბერს თამაშობდა 54 საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლე 6 კაციან ჯგუფებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი თორნიკე სამხარაძის ხელმძღვანელობით, რომლის წევრებსაც გადაეცათ სკოლის მიერ დაწესებული პრიზები და სამეურვეო საბჭოს მიერ დაწესებული გარდამავალი თასი.
ინტელექტ კლუბში 2010 წელს დაიწყო ფუნქციონირება დებატ კლუბმა 3 მოსწავლით რომელმაც 29.01.2011 მიიღო მონაწილეობა ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიერ ორგანიზებულ ტურნირში საქართველოს მასშტაბით და დაიკავა მეორე ადგილი. 2011 წლის 2 თებერვალს ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით ჩატარდა სარაიონო ტურნირი ინტელექტუალ თამაშში „რა?სად?როდის?“ რომელშიც მონაწილეობას იღებდა 4 სკოლა: ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლა, სოფ.რატევნის საჯარო სკოლა,სოფ.რაჭისუბნის საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „დავითიანი“. თამაში სოფ.რაჭისუბნის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა და გადაეცათ გარდამავალი თასი. 2011 წლის 25 მარტს ინტელექტ კლუბმა გამართა კიდევ ერთი სხდომა რომელიც გეგმავდა ახალი სეზონის გახსნას თამაშში „რა?სად?როდის?“ კლუბმა განიხილა ახალი დებულება და დაამტკიცა ახალი საორგანიზაციო კომიტეტი გიორგი ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც თამაში გახსნა 2011 წლის 4 აპრილს, ჩატარდა 5 სატურნირო თამაში და ფინალი კვლავ მოაზროვნეების სასარგებლოდ დასრულდა მათ კვლავ გადაეცათ სკოლის მიერ დაწესებული პრიზები და გარდამავალი თასი.
2011 წლის 25 მაისს გაიხსნა კიდევ ერთი სეზონი ინტ. თამაშში „რა?სად?როდის?“ და დასრულდა 1 ივნისს რომელიც კვლავ მოაზროვნეების სასარგებლოდ დასრულდა. 2011 წლის 27-28 მაისს ინტელექტ კლუბში არსებულმა დებატ კლუბებმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა“-ს მიერ ორგანიზებულ კარლ-პოპერის სტილის დებატებში და პირველი ადგილი დაიკავა. ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლიდან მონაწილეობდა 6 მოსწავლე: თორნიკე სამხარაძე, სანდრო სუბელიანი, თამთა გეგეჭკორი, ანი ხეცურიანი, ნინო ხუჯაძე და ია კოდელაშვილი. 2011 წლის 2 ივნისს ინტელექტ კლუბის პრეზიდენტმა წარუდგინა მოსწავლეთა თვითმმართველობას წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2010-2011 საწსავლო წელს ფუნქციონირება ამით დაასრულა. P.S:დააკომენტარეთ : ))

“საზოგადოებრივი პროკურატურა” ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში
ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უზრუნველყოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება
სკოლას ხშირად სტუმრობდა ბოლნისის რაიონის პროკურორი და ჰქონდა მოსწავლეებთან გასაუბრება სხვადასხვა დანაშაულებრივ თემებზე. სკოლის კლუბებთან ერთად პროკურატურა ანხორციელებდა ღონისძიებებს, მათ შორის ჩატარდა გამწვანების აქცია რომელიც 2010 წლის დეკემბერში მოეწყო, სკოლის მოსწავლეებმა და პროკურატურის თანამშრომლება დარგეს ბოლნისის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები.
ასევე მოეწყო ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო ქალაქ დმანისში სადაც ჩვენ სკოლასთან ერთად მონაწილეობას იღებდა მეგობარი სკოლები მათ შორის დმანისის №1 საჯარო სკოლა
ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლამ ასევე მიიღო მონაწილეობა ბოლნისის რაიონული პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირში სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პროკურატურის თანამშრომლები. სკოლამ ასევე მონაწილეობა მიიღო ანტინარკომანიულ კამპანიაში და გადაეცა სამადლობელი სიგელი.
P.S დააკომენტარეთ
“კულტურული მრავალფეროვნების დღე” ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში ჩატარდა „კულტურული მრავალფეროვნების კვირეული სკოლაში“
პრობლემა: ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დაბალი ხარისხი
მიზანი: ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერა, ხელშეწყობა და სკოლის ასაკში მულტიკულტურული აღზრდა და რელიგიური შემწყნარებლობა
მიზნის მისაღწევად-„კულტურული მრავალფეროვნების კვირეულში სკოლაში“ ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ეთნიკური უმცირესობების კულტურის შესახებ მასალას, გაეცნობიან მათ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ფოლკლორს. კვირეული დაიწყება 21 ნოემბერს და დასრულდება 27 ნოემბერს.
კვირეული მიმდინარეობდა შემდეგი განრიგით:
ორშაბათი (21.11.11)- ეროვნული სამოსის პოდიუმი (მოხდება საუკეთესოთა შერჩევა 27ნოემბერს დაგეგმილი სარაიონო პოდიუმისთვის)
სამშაბათი (22.11.11)- კონფერენცია თემაზე: საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარსული, ტრადიციები, გამოჩენილი ადამიანები, ისტორიული მიმოხილვა და ა.შ.
გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას სარაიონო კონფერენციაზე 27 ნოემბერს.
ხუთშაბათი (24.11.11)- კედლის გაზეთების კონკურსი- გამარჯვებული წარდგება სარაიონო კონკურსზე 27 ნოემბერს.
პარასკევი (25.11.11)- სლოგანების (დევიზების), ნახატების კონკურსი- გამარჯვებული წარდგება 27 ნოემბერს სარაიონო კონკურსზე.
ხოლო “კულტურული მრავალფეროვნების დღე” გაიხსნა 27 ნოემბერს 10 საათზე მეგობრობის ხეივანის გახსნით,
შემდეგ ჩატარდა სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და კონფერენცია. ღონისძიება დასრულდა 16:00 საათზე და დაიხურა კვირეული მეგობრობის კოცონის დანთებით.
Subscribe to:
Posts (Atom)