Tuesday, October 9, 2012
“კულტურული მრავალფეროვნების დღე” ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში ჩატარდა „კულტურული მრავალფეროვნების კვირეული სკოლაში“
პრობლემა: ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დაბალი ხარისხი
მიზანი: ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერა, ხელშეწყობა და სკოლის ასაკში მულტიკულტურული აღზრდა და რელიგიური შემწყნარებლობა
მიზნის მისაღწევად-„კულტურული მრავალფეროვნების კვირეულში სკოლაში“ ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ეთნიკური უმცირესობების კულტურის შესახებ მასალას, გაეცნობიან მათ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ფოლკლორს. კვირეული დაიწყება 21 ნოემბერს და დასრულდება 27 ნოემბერს.
კვირეული მიმდინარეობდა შემდეგი განრიგით:
ორშაბათი (21.11.11)- ეროვნული სამოსის პოდიუმი (მოხდება საუკეთესოთა შერჩევა 27ნოემბერს დაგეგმილი სარაიონო პოდიუმისთვის)
სამშაბათი (22.11.11)- კონფერენცია თემაზე: საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარსული, ტრადიციები, გამოჩენილი ადამიანები, ისტორიული მიმოხილვა და ა.შ.
გამარჯვებული მიიღებს მონაწილეობას სარაიონო კონფერენციაზე 27 ნოემბერს.
ხუთშაბათი (24.11.11)- კედლის გაზეთების კონკურსი- გამარჯვებული წარდგება სარაიონო კონკურსზე 27 ნოემბერს.
პარასკევი (25.11.11)- სლოგანების (დევიზების), ნახატების კონკურსი- გამარჯვებული წარდგება 27 ნოემბერს სარაიონო კონკურსზე.
ხოლო “კულტურული მრავალფეროვნების დღე” გაიხსნა 27 ნოემბერს 10 საათზე მეგობრობის ხეივანის გახსნით,
შემდეგ ჩატარდა სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და კონფერენცია. ღონისძიება დასრულდა 16:00 საათზე და დაიხურა კვირეული მეგობრობის კოცონის დანთებით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment