ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში 2011-1012 სასწ.წელს ინტელექტ კლუბს შეუსრულდა 2 წელიწადი. 2012 წლის მარტში ჩატარდა ინტელექტ კლუბის სხდომა, წინა პრეზიდენტმა, სანდრო სუბელიანმა ორ წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა პოსტი და კლუბმა წინა პრეზიდენტის რეკომენდაციით აირჩა ახალი პრეზიდენტი მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი რეხვიაშვილი და დამტკიცდა (შეიცვალა) ინტელექტ კლუბის შემადგენლობა.
წელს ისევე როგორც შარშან სამივე სეზონზე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ზამთრის სეზონზე თამაშობდა 30 საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლე 6 კაციან ჯგუფებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი თორნიკე სამხარაძის ხელმძღვანელობით, რომლის წევრებსაც გადაეცათ სკოლის მიერ დაწესებული პრიზები და სამეურვეო საბჭოს მიერ დაწესებული გარდამავალი თასი.
ხოლო გაზაფხულის სეზონზე თამაშობდა 18 მოსწავლე 6 კაციან ჯგუფებში. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „brains” გიორგი ჯოხაძის ხელმძღვანელობით. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა პრიზები , სიგელები და გარდამავალი თასი.
2012 წელის გაზაფხულის დასაწყისში დებატ კჯგუფმა 3 მონაწილით არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა“-ს (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) მიერ ორგანიზებულ კარლ-პოპერის სტილის დებატებში, რეზოლუციაზე ”სიკვდილით დასჯა გამართლებულია” სანდრო სუბელიანმა და თორნიკე სამხარაძემ დაიკავეს საპრიზო ადგილები (I-III) საუკეთესო მომხსენებელთა შორის . ასევე დებატ ჯგუფებმა 2012 წელს მიიღეს მონაწილეობა რუსთავის მუზეუმისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტურნირებში .
2012 წლის მარტში ქ.ბოლნისში ჩატარდა ტურნირი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ სადაც მონაწილეობდა N 5 საჯარო სკოლის ინტელექტ კლუბიც 6-მა მოსწავლით.
2012 წლის ივნისში ინტელექტ კლუბის ახალმა პრეზიდენტმა წარუდგინა მოსწავლეთა თვითმმართველობას წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2011-2012 საწსავლო წელს ფუნქციონირება ამით დაასრულა.
No comments:
Post a Comment