Thursday, October 17, 2013

ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება

ჩვენმა კლუბმა მონაწილეობა მიიღო საერთო პროექტის განხორციელებაში, რომელიც ნახიდურის სკოლის ინიციატივა იყო და ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირებას ეძღვნებოდა. პროექტში მონაწილეობდა ქვემო ქართლის 5 სკოლა, კერძოდ ქ. ბოლნისის #1, #3, #5, სოფელ ქვემო ქვეშის და  ნახიდურის სკოლები. მოეწყო ექსკურსია ბოლნისის რაიონში და დავათვალიერეთ უძველესი ისტორიული ძეგლები, მოვინახულეთ ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი, წუღრუღაშენი და მშენებლობის პროცესში მყოფი წმ. პეტრე პავლეს ეკლესია. ნახიდურის სკოლამ გააკეთა ტაძრებისკენ გზის მაჩვენებელი აბრები, რომლებიც ტაძრებთან ახლოს დავამაგრეთ. საღამოს გაიმართა პიკნიკი... დღემ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა, სკოლები ერთმანეთს დავუმეგობრდით და მომავალი აქტივობების გეგმებზეც შევთანხმდით!













No comments:

Post a Comment