Thursday, December 5, 2013

შიდსი

1 დეკემბერს შიდსის საერთაშორისო დღეა, ამასთან დაკავშირებით ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა მოამზადა კედლის გაზეთები, ბუკლეტები, ჩაატარა ტრენინგი და მოაწყო ფილმის ჩვენება დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.







ტრეფიკინგი

დღესდღეობით ტრეფიკინგი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, ამიტომ უფრო ჩავუღრმავდით მას და გავაცანით თანატოლებს. მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება, გავაკეთეთ კედლის გაზეთები, დავარიგეთ ბუკლეტები.








სკოლის შემოღობვა, უსაფრთხოება მოსწავლეებისთვის!

სკოლის ერთი ნაწილი, შემოუღობავი იყო. სწორედ ამ ნაწილის გაგრძელებაზე არის კლდე, რაც საფრთხეს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის, რადგან შესვენებების დროს ბავშვები იქ ხშირად იპარებოდნენ და სკოლის კონტროლის ქვეშ ვეღარ იმყოფებოდნენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დაიწერა პროექტი და მის განსახორციელებლად საჭირო თანხა სკოლის ბიუჯეტიდან გამოიყო.