Tuesday, May 6, 2014

"თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა"

ჩვენი კლუბი შეუერთდა საერთაშორისო კვირეულს : "თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობა : განათლება და შეზღუდული შესაძლებლობა. " რომელიც 2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ტარდება. კვირეულის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება  და მასთან დაკავშირებული პრობლემების საზოგადიებაში წამოწევა, ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დგანან საკუთარი განათლების უფლების რეალიზების გზაზე.
6 მაისს სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოხდა ბავშვებისთვის გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზრუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების შესახებ კონვენციის გაცნობა. ასევე  გაიმართა წიგნის (სინათლის სვეტის) პრეზენტაცია-განხილვა, რომლის ავტორიც გახლავთ მაკა ნათელაური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელმაც ამ წიგნით დაამტკიცა რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.












Thursday, May 1, 2014

"რა? სად? როდის?"






 1 მაისს სამოქალაქო კლუბ "ლიბერალის" ინიციატივით ჩვენს სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაზაფხულის სერია.

თამაშში მონაწილეობდნენ VII, VIII, IX, Xა (I გუნდი) და Xა (II გუნდი) კლასის მოსწავლეები.
წამყვანი იყო კლუბის წევრი მარიამ ფირცხელიანი, რომელსაც დახმარებას უწევდა  გიორგი ქურდიანი.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. გამარჯვება მოიპოვა Xა კლასის I-მა გუნდმა 10 ქულით. მისი წევრები არიან:
იზიკო არზუმანიდუ (კაპიტანი)
თორნიკე შეყილაძე
თამუნა ჭალიძე
ნათია ჭყონიძე
სანდრო იოსიფოვი
სერგი მოგელაძე

მეორე ადგილზე თანაბარი ქულებით გავიდნენ IX და Xა (II) კლასის გუნდები,რომელთა შორის მომავალ კვირას გაირკვევა თუ რომელი გუნდი ითამაშებს ფინალში.

"რა აწუხებს ჩემს თემს?"

სიქას მიერ გამოცხადებული მორიგი აქტივობის - "რა აწუხებს ჩემს თემს?"-ს ფარგლებში ჩვენს ქალაქში ჩავატარეთ გამოკითხვები, რის შედეგადაც დავადგინეთ ჩვენთან არსებული პრობლემებიდან ყველაზე მეტად რომელი აწუხებს ხალხს. ყველაზე აქტუალურ პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს, მას მოსდევდა წყლის არადამაკმაყოფილებელი გრაფიკი და გასართობი ცენტრების არარსებობა. უფრო დეტალური მონაცემების მისაღებად კი შეგიძლიათ შემდეგი დიაგრამა მოიშველიოთ.





Wednesday, April 9, 2014

7 აპრილი - მსოფლიო ჯანდაცვის დღე.

7 აპრილი მსოფლიო ჯანდაცვის დღეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა კლუბმა ჩაატარა კვლევა ჩვენს რეგიონში გავრცელებული დაავადებების დასადგენად. შემდგომ ავირჩიეთ სამი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადება (შაქრიანი დიაბეტი, ნევროზი, ალერგია), მოვიძიეთ მათზე მეტი ინფორმაცია და ჩავატარეთ ჩვენი მუშაობის პრეზენტაცია.






Saturday, March 29, 2014

ჩვენი პროექტი განხორციელდა

ჩვენი კლუბის აქტიურმა წევრებმა- მათე ტაბაღუამ და მარიამ ფირცხელიანმა „სიქას“ მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაწერეს პროექტი, რომელმაც მოიპოვა დაფინანსება. პროექტი ეხებოდა ქ. ბოლნისის სამ სხვადასხვა უბანში ხელოვნური შემანელებელი ბორცვების დამონტაჯებას. კონკრეტულად ამ სამ უბანზე (ფიროსმანი, პეტრიაშვილი, აღმაშენებელი) იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რადგან აქ ხშირი იყო სხვადასხვა ავტო-საგზაო შემთხვევები. ასევე ჩვენთვის ცნობილია ამ ქუჩების მაცხოვრებლების სურვილი ბორცვების დამონტაჯებასთან დაკავშირებით.
პროექტი, დაფინანსების შემდეგ, გეგმიურად განხორციელდა. ბორცვების დამონტაჟება მოხდა 24 მარტს,რამაც მოსახლეობის დიდი კმაყოფილება გამოიწვია.










"ტუბერკულოზი ინკურნება!"

24 მარტს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სემინარი, სადაც ტრენინგის გარდა მოეწყო ფილმის ჩვენება და დარიგდა ბუკლეტები. ტრენინგამდე რამოდენიმე კლუბის წევრი ქალაქის საავადმყოფოს სპეციალისტებს ეწვივნენ ინტევიუს ასაღებად. ასევე მომზადდა კედლის გაზეთები.









Monday, February 24, 2014

ახალგაზრდა პოეტის - მირიან მეშველიანის (ჩარკვიანის) სტუმრობა ჩვენს სკოლაში

"სიქას" მიერ გამოცხადებული მორიგი მასშტაბური აქტივობის "გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში"-ს ფარგლებში 24 თებერვალს, ჩვენი სამოქალაქო კლუბის თხოვნით, სკოლაში გვეწვია ჩვენს ქალაქში ცნობილი და უკვე მეტად წარმატებული ახალგაზრდა პოეტი- მირიან მეშველიანი (ჩარკვიანი). მისი მოწვევის მიზანი იყო საზოგადოებას უკეთ გაეცნო მისი შემოქმედება, რომელიც ნამდვილად საყურადღებოა!.. მირიანმა წაგვიკითხა საკუთარი ლექსები, რითაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თავის ნიჭიერებაში, და უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა... ცოტა ხნით დაგვვიწყა სხვა ყველაფერი და საკუთარ სამყაროში გვამოგზაურა... ლექსების წაკითხვის გარდა მან ასევე ამომწურავად გვიპასუხა ჩვენს შეკითხვებზე და დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი მოხიბლა საკუთარი აზროვნების უნარით და მჭერმეტყველებით!






Saturday, February 15, 2014

სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საღამო


14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, ჩვენი სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში მოეწყო სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის მონაწილეები იყვნენ IX-X კლასის მოსწავლეები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ჩვენივე სკოლადამთავრებულები. ღონისძიებაზე წავიკითხეთ ლექსები სიყვარულზე, შევასრულეთ სიმღერები, წარმოვადგინეთ თეატრალური ნომერი და იუმორისტული სკეტჩები.საღამო დავაგვირგვინეთ მასწავლებლებთან ერთობლივი სიმღერით.