Friday, October 18, 2013

საგაზეთო სტატია კლუბ "ლიბერალზე"

11 ოქტომბერს ჩვენი კლუბის მიერ ჩატარებული აქტივობის, მოხუცებულთა სახლში სტუმრობის შესახებ დაიბეჭდა სტატია ადგილობრივ გაზეთში "ბოლნისში".



Thursday, October 17, 2013

ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირება

ჩვენმა კლუბმა მონაწილეობა მიიღო საერთო პროექტის განხორციელებაში, რომელიც ნახიდურის სკოლის ინიციატივა იყო და ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირებას ეძღვნებოდა. პროექტში მონაწილეობდა ქვემო ქართლის 5 სკოლა, კერძოდ ქ. ბოლნისის #1, #3, #5, სოფელ ქვემო ქვეშის და  ნახიდურის სკოლები. მოეწყო ექსკურსია ბოლნისის რაიონში და დავათვალიერეთ უძველესი ისტორიული ძეგლები, მოვინახულეთ ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი, წუღრუღაშენი და მშენებლობის პროცესში მყოფი წმ. პეტრე პავლეს ეკლესია. ნახიდურის სკოლამ გააკეთა ტაძრებისკენ გზის მაჩვენებელი აბრები, რომლებიც ტაძრებთან ახლოს დავამაგრეთ. საღამოს გაიმართა პიკნიკი... დღემ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა, სკოლები ერთმანეთს დავუმეგობრდით და მომავალი აქტივობების გეგმებზეც შევთანხმდით!













Sunday, October 13, 2013

სტუმრობა "ჭაღარაში"





შევუსრულეთ ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, წავუკითხეთ ჩვენს მიერ დაწერილი ლექსები, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია მათში.



არც თვითონ დაგვაკლეს სითბო და ყურადღება და ჩვენთან ერთად ახალგაზრდობა გაიხსენეს. აცეკვდნენ და გამხიარულდნენ, წაგვიკითხეს მათი საყვარელი ლექსები. ღონისძიებამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.





Friday, October 11, 2013

მზადება "ჭაღარაში" სტუმრობისათვის


წიგნების შეგროვება "ჭაღარაში" ბიბლიოთეკის შესაქმნელად.