Tuesday, October 9, 2012

ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლის ინტელექტ კლუბი

ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში 2010-2011 სასწ.წელს დაარსდა ინტელექტ კლუბი. 2010 წლის 20 სექტემბერს ჩატარდა ინტელექტ კლუბის პირველი სხდომა აირჩა პრეზიდენტი მე-10 კლასის მოსწავლე სანდრო სუბელიანი და დამტკიცდა ინტელექტ კლუბის შემადგენლობა. 2010 წელს ინტელექტ კლუბის ინიციატივით სტარტი აიღო ინტელექტუალურმა თამაშმა „რა?სად?როდის?“ რომელიც ემსახურებოდა სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური დონისა და ერუდიციის ამაღლებას. 20 დეკემბერს ჩატარდა ინტ.კლუბის მეორე სხდომა რომელმაც დაამტკიცა თამაშის დებულება და საორგანიზაციო კომიტეტი. პირველი ზამთრის სეზონი ჩატარდა 21-25 დეკემბერს თამაშობდა 54 საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლე 6 კაციან ჯგუფებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი თორნიკე სამხარაძის ხელმძღვანელობით, რომლის წევრებსაც გადაეცათ სკოლის მიერ დაწესებული პრიზები და სამეურვეო საბჭოს მიერ დაწესებული გარდამავალი თასი.
ინტელექტ კლუბში 2010 წელს დაიწყო ფუნქციონირება დებატ კლუბმა 3 მოსწავლით რომელმაც 29.01.2011 მიიღო მონაწილეობა ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიერ ორგანიზებულ ტურნირში საქართველოს მასშტაბით და დაიკავა მეორე ადგილი. 2011 წლის 2 თებერვალს ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლის ინტელექტ კლუბის ორგანიზებით ჩატარდა სარაიონო ტურნირი ინტელექტუალ თამაშში „რა?სად?როდის?“ რომელშიც მონაწილეობას იღებდა 4 სკოლა: ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლა, სოფ.რატევნის საჯარო სკოლა,სოფ.რაჭისუბნის საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „დავითიანი“. თამაში სოფ.რაჭისუბნის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა და გადაეცათ გარდამავალი თასი. 2011 წლის 25 მარტს ინტელექტ კლუბმა გამართა კიდევ ერთი სხდომა რომელიც გეგმავდა ახალი სეზონის გახსნას თამაშში „რა?სად?როდის?“ კლუბმა განიხილა ახალი დებულება და დაამტკიცა ახალი საორგანიზაციო კომიტეტი გიორგი ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც თამაში გახსნა 2011 წლის 4 აპრილს, ჩატარდა 5 სატურნირო თამაში და ფინალი კვლავ მოაზროვნეების სასარგებლოდ დასრულდა მათ კვლავ გადაეცათ სკოლის მიერ დაწესებული პრიზები და გარდამავალი თასი.
2011 წლის 25 მაისს გაიხსნა კიდევ ერთი სეზონი ინტ. თამაშში „რა?სად?როდის?“ და დასრულდა 1 ივნისს რომელიც კვლავ მოაზროვნეების სასარგებლოდ დასრულდა. 2011 წლის 27-28 მაისს ინტელექტ კლუბში არსებულმა დებატ კლუბებმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა“-ს მიერ ორგანიზებულ კარლ-პოპერის სტილის დებატებში და პირველი ადგილი დაიკავა. ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლიდან მონაწილეობდა 6 მოსწავლე: თორნიკე სამხარაძე, სანდრო სუბელიანი, თამთა გეგეჭკორი, ანი ხეცურიანი, ნინო ხუჯაძე და ია კოდელაშვილი. 2011 წლის 2 ივნისს ინტელექტ კლუბის პრეზიდენტმა წარუდგინა მოსწავლეთა თვითმმართველობას წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2010-2011 საწსავლო წელს ფუნქციონირება ამით დაასრულა. P.S:დააკომენტარეთ : ))

No comments:

Post a Comment