Sunday, October 7, 2012

ქ. ბოლნისის N 5 საჯარო სკოლის ინტელექტ კლუბი


.ბოლნისის №5  საჯარო  სკოლაში  2011-1012 სასწ.წელს  ინტელექტ  კლუბს შეუსრულდა 2  წელიწადი.  2012  წლის  მარტში ჩატარდა  ინტელექტ  კლუბის  სხდომა, წინა პრეზიდენტმა, სანდრო სუბელიანმა ორ წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა პოსტი და კლუბმა წინა პრეზიდენტის რეკომენდაციით  აირჩა  ახალი  პრეზიდენტი  მე-8  კლასის  მოსწავლე  გიორგი  რეხვიაშვილი  და  დამტკიცდა  (შეიცვალა)  ინტელექტ  კლუბის  შემადგენლობა.
    წელს  ისევე  როგორც  შარშან  სამივე  სეზონზე  ჩატარდა  ინტელექტუალური  თამაში  „რა? სად? როდის?“  ზამთრის  სეზონზე  თამაშობდა  30  საშუალო  და საბაზო  საფეხურის  მოსწავლე  6  კაციან  ჯგუფებში  გამოვლინდა  გამარჯვებული  გუნდი  თორნიკე  სამხარაძის  ხელმძღვანელობით,  რომლის  წევრებსაც  გადაეცათ  სკოლის  მიერ  დაწესებული პრიზები და სამეურვეო საბჭოს მიერ დაწესებული გარდამავალი თასი.
  ხოლო  გაზაფხულის  სეზონზე  თამაშობდა  18  მოსწავლე  6  კაციან  ჯგუფებში.  გამოვლინდა  გამარჯვებული  გუნდი  „brains”  გიორგი  ჯოხაძის  ხელმძღვანელობით.  გამარჯვებულ  გუნდს  გადაეცა  პრიზები ,  სიგელები  და  გარდამავალი  თასი.
   2012  წელის  გაზაფხულის  დასაწყისში  დებატ  კჯგუფმა  3  მონაწილით    არასამთავრობო  ორგანიზაცია  „სიქა“-ს (საგანმანათლებლო  ინიციატივების  ქართული  ასოციაცია)  მიერ  ორგანიზებულ  კარლ-პოპერის  სტილის  დებატებში,  რეზოლუციაზე ”სიკვდილით  დასჯა  გამართლებულია” სანდრო სუბელიანმა და თორნიკე სამხარაძემ დაიკავეს საპრიზო ადგილები (I-III) საუკეთესო მომხსენებელთა შორის .  ასევე  დებატ  ჯგუფებმა  2012  წელს მიიღეს  მონაწილეობა  რუსთავის მუზეუმისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის ტურნირებში .
   2012  წლის  მარტში  ქ.ბოლნისში  ჩატარდა  ტურნირი  ინტელექტუალურ  თამაშში  „რა? სად? როდის?“  სადაც  მონაწილეობდა   N 5  საჯარო  სკოლის  ინტელექტ  კლუბიც 6-მა  მოსწავლით.
  2012  წლის  ივნისში  ინტელექტ  კლუბის  ახალმა  პრეზიდენტმა  წარუდგინა  მოსწავლეთა თვითმმართველობას  წლის  შემაჯამებელი  ანგარიში  და  2011-2012  საწსავლო  წელს ფუნქციონირება  ამით  დაასრულა.

No comments:

Post a Comment