Wednesday, October 10, 2012

ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბმა გადავწყვიტეთ გამგებელთან მიგვემართა თხოვნით თემის პრობლემის მოგვარების შესახებ

 ქ.ბოლნისის N5საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ""ლიბერალი"-ს წევრებმა, გადავწყვიტეთ ქალაქის ყოფით ცხოვრებაში ჩართვა და თემის პრობლემის მოგვარება სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნების დაყენების მიზნით.ამისათვის ჩვენ მივმართეთ ქალაქის გამგებელს თხოვნით და გადავეცით განცხადება. ველით პასუხს:

თვითმმართველი ქალაქი ბოლნისის გამგებელს,
ბატონ გ.დაუშვილს, ამავე ქალაქის N5 საჯარო სკოლის,
სამოქალაქო კლუბის „ლიბერალი“-ს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  ბატონო, გიორგი, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე(სიონის ქუჩაზე) არ არის საგზაო ნიშნები სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობს ასობით მანქანა, ხდება ბევრი ავარია უმეტესად დასახლებულ პუნქტებში შეუზღუდავი სიჩქარის გამო. ამიტომ ფეხით მოსიარულეს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას ექმნება დისკომფორტი, ამასთანავე ემუქრება საშიშროება. მაგალითისთვის ამ ზაფხულს მოხდა 3 ავარია და სამივე შემთხვევაში დაშავდნენ ადამიანები მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.
     
      მოგმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ ეს გარემოება და დადგათ საგზაო ნიშნები სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამით შეეზღუდებათ მძღოლებს სწრაფი გადაადგილების საშუალება. რის შედეგადაც შემცირდება დაშავებულთა რიცხვი და გადაადგილებაც გახდება უსაფრთხო და კომფორტული.

წინასწარ დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.

     პატივისცემით ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ლიბერალი“-ს წევრები :

1)იზი არზუმანიდუ                                         8)გიორგი ჯაყელი 
2)მათე ტაბაღუა                                                9)მერი საბიაშვილი
3)გიორგი რეხვიაშვილი                                  10)ქრისტინა ქარუმიძე
4)მარი ფირცხელიანი                                      11)თათია ხანთაძე                                           5)შოთა ურუმაშვილი                                      12)ნინო ლომთაძე
6)ლაშა ურუმაშვილი                                       13)ლაკის იოსიფოვი
7)თეონა მიქელაძე                                      





                                                                                                                                             

No comments:

Post a Comment