Monday, October 8, 2012

ჩვენი სკოლა სომხეთში

2011 წლის 6 ივლისს დასრულდა პროექტის „ბუნება საზღვრებს გარეშე“ პირველი ეტაპი. პროექტი ჩატარდა ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაიცო ცენტრის ინიციატივით ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ტაშირის მერიის დახმარებით. პროექტს აფინანსებს ჰოლანდიის მთავრობის ფონდი„მატრა“. პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეთა დამეგობრებას, ჩატარდა გამოფენა და კონფერენცია რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც ქართველი ასევე სომეხი მოსწავლეები, კონფერენციის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ქართველი ბავშვებისათვის მათ გვიმასპინძლეს მათ გერმანულ-სომხურ ახალგაზრდულ ცენტრში და წარგვიდგინეს მათი კლუბები და კლუბური აქტივობები.
ქართველი მოსწავლეები შეხვდნენ ქალაქ ტაშირის მერს, მონაწილეებს ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო პრიზები, კვლავ იგეგმება ამ პროექტის გაგრძელება, შემეგში იგეგმება ოთხ დღიანი ბანაკის მოწყობა ქალაქ ბოლნისში სადაც სტუმრად ჩამოვლენ ტაშირში მცხოვრები ბავშვები.

No comments:

Post a Comment