Tuesday, October 9, 2012

“საზოგადოებრივი პროკურატურა” ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში

ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უზრუნველყოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება სკოლას ხშირად სტუმრობდა ბოლნისის რაიონის პროკურორი და ჰქონდა მოსწავლეებთან გასაუბრება სხვადასხვა დანაშაულებრივ თემებზე. სკოლის კლუბებთან ერთად პროკურატურა ანხორციელებდა ღონისძიებებს, მათ შორის ჩატარდა გამწვანების აქცია რომელიც 2010 წლის დეკემბერში მოეწყო, სკოლის მოსწავლეებმა და პროკურატურის თანამშრომლება დარგეს ბოლნისის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები.
ასევე მოეწყო ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო ქალაქ დმანისში სადაც ჩვენ სკოლასთან ერთად მონაწილეობას იღებდა მეგობარი სკოლები მათ შორის დმანისის №1 საჯარო სკოლა
ქ.ბოლნისის №5 საჯარო სკოლამ ასევე მიიღო მონაწილეობა ბოლნისის რაიონული პროკურატურის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირში სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ სკოლის მოსწავლეები და პროკურატურის თანამშრომლები. სკოლამ ასევე მონაწილეობა მიიღო ანტინარკომანიულ კამპანიაში და გადაეცა სამადლობელი სიგელი. P.S დააკომენტარეთ

No comments:

Post a Comment